Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

ოტელო • მოზარდ მაყურებელთა თეატრი

დიდი დარბაზი
ჟანრი: ტრაგედია
ენა: ქართული
სუბტიტრები: English

ჟანრი: ტრაგედია
ენა: ქართული
ხანგრძლივობა: 60
რეჟისორი: გია მარღანია, დიმიტრი ხვთისიაშვილი
ავტორი: უილიამ შექსპირი
მხატვარი: პეტრე ოცხელი შემსრულებელი - ვახტანგ ქორიძე
კომპოზიტორი: ზურაბ გაგლოშვილი
ქორეოგრაფი: გია მარღანია
რეჟისორის ასისტენტი: ხათუნა საძაგლიშვილი
მსახიობები: შალვა ანთელავა, ნიკოლოზ ფაიქრიძე, ვანო დუგლაძე, რატი გოგუაძე, თამარ ჭანუყვაძე, გია მარღანია, თამარ ცქვიტინიძე, ხატია მელქაძე, დევი რეხვიაშვილი, გიორგი ჯიქურიძე
ასაკი: 14+

უილიამ შექსპირის ცნობილი ტრაგედიის უჩვეულო ვერსია - თოჯინური და ცოცხალი პლანის სინთეზში გადაწყვეტილი წარმოდგენა ერთ მოქმედებად თამაშდება (ხანგრძლივობა 60 წუთი). „ოტელოს” თბილისური პრემიერა 2022 წლის ოქტომბერში შედგა, სპექტაკლი მიეძღვნა კოტე მარჯანიშვილის 150-ე და პეტრე ოცხელის 115-ე წლისთავს. თოჯინებიცა და დეკორაციაც პეტრე ოცხელის ესკიზების მიხედვით არის დამზადებული, რომელიც მხატვარმა კოტე მარჯანიშვილის „ოტელოსთვის“ თითქმის ერთი საუკუნის წინ შექმნა. „...ყველა მსახიობი შთამბეჭდავად ასრულებს თავის როლს, გარდა ამისა, მაყურებელს წარმოუდგენენ, თუ რა ემოციურობის მიღწევა შეიძლება სცენაზე თოჯინებისა თუ საგნების გამოყენებით. სწორედ ამ "მინიატიურული" მსახიობების ემოციაა უზომოდ გადამდები. ისინი კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენენ შექსპირის პიესის მეტაფორულ საფუძვლებს. თოჯინებით შექმნილი "ოტელო" ახალ შუქს ჰფენს ამ პიესის დრამატულ პერსონაჟებსა და საბედისწერო სიუჟეტს... თეატრს ჯერ კიდევ შესწევს ძალა, დიდი შთაბეჭდილება მოახდინოს მაყურებელზე. თოჯინები და მსახიობები ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს. „ოტელო“ გასაოცარი, შემოქმედებითი, ძალზედ თამამი და ჭკვიანური ხედვით დადგმული სპექტაკლია"- ეგვიპტელი დრამატურგი ისრა მაჰბუბი

თარიღი
პარასკევი, 01 ნოემბერი
19:00
14 GEL-დან

მსგავსი ღონისძიებები

ბრმა ძაღლები
დიდი დარბაზი
წითელქუდა
დიდი დარბაზი
სამი გოჭი
მცირე დარბ. 2
მე ვხედავ მზეს
დიდი დარბაზი
ჟიკჟიკობა ღამე
მცირე დარბ. 2
სათაგური
დიდი დარბაზი
HELLADOS
დიდი დარბაზი
მაჭანკალი
თელავის თეატრი
ჯაყოს ხიზნები
მცირე დარბ. 2
არ დამივიწყო
მცირე დარბ. 2
ღამე და თუთიყუში
მცირე დარბ. 2
ოდისეა
დიდი დარბაზი
ალადინი
დიდი დარბაზი
NO EXIT
ექსპერიმენტული 32
ავი მუსაიფი
დიდი დარბაზი
ფრთხილად, ადამსები
დიდი დარბაზი
ოტელო
დიდი დარბაზი