სცენოგრაფია: : ლევან წულაძის, ავთო დიასამიძის
კოსტუმების მხატვარი: ოლიკო ბერაძე
მუსიკალური გამფორმებელი: ზურა გაგლოშვილი
სპექტაკლის შესახებ: სპექტაკლი არის ქართველ ქალებზე, რომლებსაც პირადი თუ ეკონომიური მიზეზების გამო მოუწიათ საქართველოს დატოვება და შეერთებულ შტატებში გადახვეწა. მთავარი გმირები არიან ქართველი ქალი ლია, რომელსაც სურს ამერიკაში ლეგალი გახდეს და ამერიკელი მოხუცი ქალბატონი ომმა, რომელსაც უნდა თავისი სიცოცხლის ბოლო წლებიც თავის საყვარელ ოჯახში გაატაროს. ამ ორი განსხვავებული პიროვნების დამოკიდებულება, მათი ტკბილმწარე მეგობრობა, იუმორით შეზავებული დიალოგები, სხვა ამერიკელი და ქართველი პერსონაჟების ცხოვრების აღმასვლა თუ დაღმასვლა, მაყურებელს გააცნობს იმ ცხოვრებას რასაც არალეგალი ემიგრანტის ცხოვრება ჰქვია. სპექტაკლი გვაძლევს რეალურთან დაახლოებულ სურათს იმისა, თუ რას ნიშნავს ამ ორი სრულიად განსხვავებული ქვეყნისა და კულტურის პირობებში, ქართველი ემიგრანტი ქალისათვის მატერიალური თუ ფსიქოლოგიური თვითგადარჩენის მცდელობა... ერთის მხრივ სპექტაკლი მაყურებელს გაართობს პერსონაჟების თავგადასავლებში თანამონაწილეობით და მეორეს მხრივ ჩააფიქრებს საქართველოდან მოძალებული იმიგრაციის ავკარგიანობაზე. სპექტაკლი გვაძლევს რეალურთან დაახლოებულ სურათს იმისა, თუ რას ნიშნავს ამ ორი სრულიად განსხვავებული ქვეყნისა და კუlტურის პირობებში, ქართველი ემიგრანტი ქალისათვის მატერიალური თუ ფსიქოლოგიური თვითგადარჩენის მცდელობა...