სპექტქკლს „კარლსონის საახალსწლო თავგადასავალი“ ფუძედ დაედო ასტრიდ ლინდგრენის ყველასათვის საყვარელი ტრილოგიის ბოლო ნაწილი სახურავის ბინადარ კარლსონზე და მის საუკეთესო მეგობარზე, მეტსახელად ბიჭუნა. ეს სრულიად განსხვავებული ისტორიაა, სადაც ფრეკენ ბოკი იპოვის თავის ნამდვილ სიყვარულს, მეგობრები დაიჭერენ ქურდბაცაცებს, კარლსონი კი მიიღებს ყველაზე დიდ ჯილდოს. მეგობრებს ელოდებათ მხიარული თავგადასავლები, და ბოლოს ისინი კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან რაოდენ დიდი ბედნიერებაა მეგობრობა.