ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმი დაარსდა 2007 წელს, იმ შენობაში, სადაც საუკუნის წინ განთავსებული იყო ძმები ნობელების ამხანაგობის "ბათუმის კანტორა".
აქ გაეცნობით ინფორმაციას შვედი გამომგონებელისა და "ნავთობის მეფეებად" წოდებული ნობელების შესახებ.
მუზეუმი ინახავს ძველი ბათუმის ეკონომიკური და კულტურული განვითარების ამსახველ ექსპონატებს, რომლებიც გაგაცნობთ ჩაის, თამბაქოსა და ღვინის კულტურის ისტორიას, ლაო ჯინ-ჯაოს საინტერესო ბიოგრაფიას.
საკონტაქტო : +995 577 54 10 30
მის: თამარის დასახლება, ლესელიძის 3.