დავით კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი" ტრაგიკომიკური ნაწარმოებია, რომელიც ერთი შეხედვით მოგვითხრობს, ფეოდალური კარჩაკეტილი ცხოვრებიდან კაპიტალიზმში გადასვლის მტკივნეულ პროცესებსა და ეპოქალური ცვლილებებით გამოწვეულ სოციალურ სიდუხჭირეზე. ქვრივი აზნაური სიბერეში ცოლის შერთვას გადაწყვეტს, რაც მისი ვაჟისთვის თავზარდამცემი სიახლე აღმოჩდება.
პლატონი იძულებული ხდება მამას საცოლე თვითონ შეურჩიოს, რომ თავიდან აიცილოს ახალი მემკვიდრის დაბადება…
რეჟისორი - გიორგი კაშია
ტექნიკური რეჟისორი - ნონა როგავა
მხატვარი- ანანო დოლიძე