ნაწარმოებში ნათლად ჩანს ორი მოზარდის – იანგულისა და ჯემალის ბრძოლა თვითდამკვიდრებისათვის. თუმცა მათი პაექრობა არასდროს სცილდება ადამიანურობის საზღვრებს და ყველაზე მძაფრ და გადამწყვეტ მომენტებში პერსონაჟები არ ჰკარგავენ ერთმანეთის პატივისცემისა და დაფასების უნარს. „სამშობლო უფრო ღრმადაა, უფრო შიგნით“ – ამბობს ბერძენი იანგული და სწორედ ეს განცდა ეძახის მას სოხუმისკენ დასაბრუნებლად, როცა მამასთან და უამრავ ადამიანთან ერთად, გემით საბერძნეთში მიმავალი საბედისწერო გადაწყვეტილებას იღებს.
ასაკი: 10+
ჟანრი: დრამა
ენა: ქართული
სუბტიტრები: ქართული
ხანგრძლივობა: 70
რეჟისორი: ნატალია გალოგრე
ავტორი: ნოდარ დუმბაძე
ქორეოგრაფი: გია მარღანია, პაატა მხეიძე
რეჟისორის ასისტენტი: ქეთევან ქანთარია
მსახიობები: ალექსანდრე შარაბიძე, ნიკოლოზ ხრიკული, ნათია კუპატაძე, ვახტანგ ახალაძე, სოფიო ებრალიძე, გიორგი კაჭახიძე, ქეთევან ქიტიაშვილი, დავით როსტომაშვილი, გიორგი ბერიძე, ალექსანდრე კვეზერელი, ლევან ხვთისიაშვილი, თამარ ქადაგიძე, ნიკოლოზ ჭკადუა, გეგა შონია