ავი მუსაიფი • მოზარდ მაყურებელთა თეატრი
დიდი დარბაზი
ჟანრი: ისტორიული
ენა: ქართული
სუბტიტრები: ქართული
ხანგრძლივობა: 220
პრემიერა: 05-07-2023
რეჟისორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი
ავტორი: ნოდარ მაჭარაშვილი
მხატვარი: ბარბარა ასლამაზი
კომპოზიტორი: დავით თავაძე
არანჟირება: ზურაბ გაგლოშვილი
ქორეოგრაფი: გია მარღანია, მურო გაგოშიძე, პაატა მხეიძე
რეჟისორის ასისტენტი: ნათია ბოშიშვილი
მთ. როლში: ნიკა ფაიქრიძე, დავით ხახიძე
მთ. როლში: თამარ მამულაშვილი, დავით როსტომაშვილი
მთ. როლში: ზურაბ ავსაჯანიშვილი, მერაბ შარიქაძე
როლში: ვანო დუგლაძე, გიორგი ჯიქურიძე, გიორგი კაჭახიძე, მარიამ ჩუხრუკიძე
როლში: ხატია მელქაძე, თამარ ჭანუყვაძე, თამარ ტყემალაძე, ნინო ლორთქიფანიძე, ნინო არჩაია
როლში: თამარ ცქვიტინიძე, გიორგი ოქრუაშვილი, რატი გოგუაძე, ვამეხ ჯანგიძე
როლში: გიორგი შავგულიძე, ვახტანგ ნოზაძე
როლში: კახა ჭოლაძე
ნოდარ მაჭარაშვილის ისტორიული რომანი „ავი მუსაიფი“ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ტრაგიკული ბედის მქონე მეფის, ერეკლე II-ის ცხოვრებასა და პოლიტიკურად რთულ ეპოქას ეხება, რომელშიც მას მოუწია ცხოვრება. თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ამავე სახელწოდების წარმოდგენის სცენური ვერსიისა და ინსცენირების ავტორი რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი გახლავთ. ეს ამ ისტორიულ-მხატვრული ჟანრის რომანის გასცენურების პირველი მცდელობაა ქართულ თეატრში. სპექტაკლში აღწერილია ერეკლე II-ის ეპოქის ისტორიული პერიპეტიები, რომელშიც გარკვეულწილად ირეკლება თანამედროვე საქართველოს ურთულესი სინამდვილეც; სიყვარული და სიძულვილი, ერთგულება და ღალატი, იმედგაცრუება და რწმენა, ომი, ბრძოლა და ინტრიგები, სამშობლოსთვის თავდადება, ზნეობა და მარადიული ფასეულობები.
ასაკი: 14+
ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია სალაროებში, შემდეგ მისამართებზე:
თბილისი
- ჭავაჭავაძის #7 (ბიბლუს გალერი)
ბათუმი
- მემედ აბაშიძის #52 (ბიბლუს გალერი)