Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

ბერსერკები: შინ • თეატრი ჰარაკი

თეატრი ჰარაკი-პეტრე მელიქიშვილის #20

ხანგრძლივობა: 90 წუთი
ინსცენირების ავტორი და რეჟისორი: გიორგი ჯამბურია
კოსტიუმების მხატვარი: მათე ხიდეშელი
მუსიკალური ხელმძღვანელი: ზურაბ ბაბუნაშვილი
პროდიუსერი: მარიამ პაიჭაძე
განათება: აჩი არგანაშვილი
მონაწილეობენ: ნინი იაშვილი, მათე ხიდეშელი, სოფიკო გვიმრაძე, შალვა დევდარიანი

 

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში


„შინ“ თეატრალურ პროექტ „ბერსერკების“ ექსპერიმენტალური ნაწარმოებია: სპექტაკლი-ლაბორატორია, რომლის ტექსტიც რეჟისორმა და მსახიობებმა ერთობლივად შეიმუშავეს. სპექტაკლი ჩვენს რეალობასთან ერთგვარ დაუსრულებელ დიალოგში იმყოფება და ამრიგად ყოველი წარმოდგენა განახლებული და განსხვავებული სახით გათამაშდება ხოლმე.
„ქალღმერთი: იქ იმდენად ცოტა სიცოცხლეა... იქ ბატონობს ბნელი, მახინჯი პრინციპი: ყველას არ ეყოფა. მარტივი უტოპია: ან ყველა, ან არავინ - დიდი ხანია, გაცვდა და დაიწრიტა. გარეთ ერთი გახედვაც საკმარისია და ვიცი, რომ კომუნიზმი, ისე როგორც ის ერთხელ, ერთმა ინდოელმა ფილოსოფოსმა ერთი ძალიან ძველი წიგნიდან წამიკითხა, არასოდეს იქცევა ადამიანთა ბედისწერად.
არლეკინი: მე კი სულ იმას ვფიქრობ, თუ რატომ დავიდა სიყვარულის გულისთვის თავის მოკვლის სტატისტიკა ნულამდე? რატომ აღარავინ იკლავს თავს სიყვარულის გულისთვის? ხომ იყო დრო, როდესაც ხალხი სიყვარულის გულისთვის თავს იკლავდა? ხომ იყო დრო, როდესაც ეს ჯერ კიდევ რაღაცას ნიშნავდა, ეს, სიყვარული. მე მგონი, თმა მაქვს დასაბანი.
ქალღმერთი: როგორ შეგიძლია ასეთი უზნეო იყო, მარკიზ? როგორ შეგიძლია შეხვედრამდე რამდენიმე წუთით ადრე, შეხვედრა გააუქმო და თქვა, რომ თმა გაქვს დასაბანი!“

 

WITH ENG SUBS

Within the Tbilisi International Festival of Theatre
"At Home" is an experimental piece from the theatrical project "Berserkers": a performance-laboratory in which the text was collaboratively developed by the director and the actors. The performance engages in a continuous dialogue with our reality, making each presentation a renewed and distinct experience.      
„Goddess: There is so little life there... a dark, ugly principle reigns: not everyone understands it. The simple utopia—either everyone or no one—has long been worn out and narrowed. One look outside is enough, and I know that communism, as an Indian philosopher once read to me from a very old book, will never become the destiny of people.
Harlequin: And I keep thinking, why has the suicide rate for love dropped to zero? Why doesn't anyone kill themselves for love anymore? Was there a time when people did? There was a time when love still meant something. I think I have hair to wash.
Goddess: How can you be so immoral, Marquis? How can you cancel a meeting a few minutes before and say that you have to wash your hair?“

90 minutes
Author of the Staging and Director: Giorgi Jamburia
Costumes: Mate Khidesheli
Music Director: Zurab Babunashvili
Producers: Mariam Paichadze
Light: Achi Arganashvili
Actors: Nini Iashvili, Mate Khidesheli, Sopiko Gvimradze, Shalva Devdariani

თარიღი
შაბათი, 23 ნოემბერი
20:00
30 GEL
კვირა, 24 ნოემბერი
20:00
30 GEL

მსგავსი ღონისძიებები

ბერსერკები: შინ
თეატრი ჰარაკი-პეტრე მელიქიშვილის #20