რეჟისორი: ლევან წულაძე
მხატვარი: ნინო სურგულაძე
არანჟირება: ზურაბ გაგლოშვილი
ქორეოგრაფი: თინათინ წულაძე
როლში: მანანა კოზაკოვა,ლევან ბერიკაშვილი,კოკო როინიშვილი,სოფიო ზერაგია,ქეთევან ცხაკაია,თამარ ბუხნიკაშვილი,დუტა სხირტლაძე
ასაკობრივი შეზღუდვა: 14+
თეატრის შესახებ
თეატრი სახელოსნო 42 - ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და მდებარეობს დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, Factory Tbilisi - ის ტერიტორიაზე. თეატრი სახელოსნო 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი. თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, პერფორმანსების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით -კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. თეატრი სახელოსნო 264 ადგილზეა გათვლილი და გარდა სპექტაკლებისა,საგანმანათლებლო პროექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებაზეა ორიენტირებული. სრულიად უნიკალურ სცენასა და მაყურებელთა დარბაზთან ერთად, თეატრის ფოიეც საკმაოდ დატვირთულია და მიმზიდველი თეატრალური კაფეებითა და საგამოფენო სივრცით.
რონალდ ჰარვუდი „დირიჟორი“
ინგლისურიდან თარგმნა გურამ ღონღაძემ
ვიდეო ინსტალაცია | დათა დვალიშვილი
ტექნიკური რეჟისორი | თამარ ფრუიძე
სპექტაკლის შესახებ:
1946 წელს ნიუნბერგში, ბერლინის სახელმწიფო ორკესტრის მთავარ დირიჟორს-ფურტვენგლერს ასამართლებენ.დებორა არნოლდი ცნობილი გერმანელი დირიჟორის, დოქტორ ფურტვენგლერის წარსულის გამოძიებას ცდილობს. დაკითხვის ოთახი განსხვავებული იდეოლოგიების ბრძოლის ველად იქცევა: შეიძლება თუ არა, გამიჯნო ხელოვნება და პოლიტიკა? იცხოვრო და იმუშავო მშვიდად, მას შემდეგ რაც ეშმაკს ჩამოართვი ხელი? შეუძლია მუსიკას ადამიანის სულის გათავისუფლება? რონალდ ჰარვუდის ეს დამატყვევებელი პიესა ამ და ბევრ სხვა მნიშვნელოვან შეკითხვას სვამს, თუმცა პასუხის მოსმენა მარტივი არ იქნება.
თეატრის გენერალური სპონსორია თიბისი კონცეპტი Visa.
Fb - https://www.facebook.com/TheatreFactory42?mibextid=LQQJ4d
Ins - https://www.instagram.com/theatrefactory42
მისამართი| აკაკი წერეთლის გამზირი| # 114 (Coca-cola-ს ყოფილი ქარხანა)
შემოსასვლელი|დავით ბაქრაძის ქუჩა #3