პიესა „მაჭანკალი“ ილია ჭავჭავაძემ, 1881 წელს, ცნობილი ქართველი მსახიობის, ნატო გაბუნიას ბენეფისისთვის საგანგებოდ დაწერა. მწერალმა თავისივე ნაწარმოები, ყველასთვის კარგად ნაცნობი, „კაცია-ადამიანი?!“ პიესად აქცია.
ორმოქმედებიანი ვოდევილი ლუარსაბისა და დარეჯანის გაცნობისა და დაქორწინების ამბავს გვიამბობს. ირონიითა და იუმორით სავსე სპექტაკლი 12+ და უფროსი ასაკის მაყურებლისთვისაა განკუთვნილი.
ჟანრი: კომედია
ენა: ქართული
ხანგრძლივობა: 90
რეჟისორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი
ავტორი: ილია ჭავჭავაძე
მხატვარი: ლომგულ მურუსიძე
არანჟირება: ზურაბ გაგლოშვილი
ქორეოგრაფი: გია მარღანია
რეჟისორის ასისტენტი: ნათია ბოშიშვილი
მსახიობები: ნათია კუპატაძე, შალვა ანთელავა, თამარ ლორთქიფანიძე, ანი მღებრიშვილი, ეკატერინე ხატიაშვილი, პაატა მხეიძე, ვახტანგ ნოზაძე
ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია სალაროებში, შემდეგ მისამართებზე:
თბილისი
ბათუმი