ასაკი: 5+
ჟანრი: ზღაპარი
ენა: ქართული
სუბტიტრები: ქართული
ხანგრძლივობა: 45
რეჟისორი: გია მარღანია
ავტორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი
მხატვარი: ნინო ჩიტაიშვილი, ვახტანგ ქორიძე
კომპოზიტორი: ზურაბ გაგლოშვილი
ქორეოგრაფი: გია მარღანია
რეჟისორის ასისტენტი: ინგა კაჭახიძე
მსახიობები: ვანო დუგლაძე, გიორგი ოქრუაშვილი, მარიამ ჩუხრუკიძე, მარიამ ხუხუნაიშვილი, რამონა მიქელაძე, ანა ზამბახიძე, გია მარღანია
მგელი ინგოლფი ნორვეგიაში ცხოვრობს, ვეგეტარიანელია და ძალიან უყვარს თავისი ბოსტნის მოვლა. ერთ დღესაც იგი თავისი ბაბუისთვის მიცემული პირობის შესრულებას გადაწყვეტს და მისი მეგობრების, სამი გოჭის შვილიშვილების მოსანახულებლად მიდის. თურმე მას შემდეგ, რაც ორი გოჭის სახლი დაანგრია და მესამე სახლიდან კუდამოძუებული გამოაგდეს, მგელს ჭკუა უსწავლია და აღარასდროს შეუწუხებია ნიფნიფი, ნაფნაფი და ნუფნუფი, პირიქით - დამეგობრებულან კიდეც. ინგოლფი პირველად ნიფნიფის შვილიშვილს, მადამ ნიფნიფურს ესტუმრება, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს და ოპერის მომღერალია, პრიმადონა. შემდეგ იტალიაში გადაინაცვლებს, ნაფნაფის შვილიშვილთან, სახელგანთქმულ მოცეკვავესთან, ანტონელა ნაფნაფინისთან. სულ ბოლოს კი საქართველოში, რაჭაში ჩამოვა, ნუფნუფის შვილიშვილთან, დესპინე ნუფნუფიძესთან. ბაბუების მსგავსად, მგელი და სამივე გოჭიც დამეგობრდებიან.