სასწავლო-საწყლოსნო კომპლექსი „ოლიმპიკი“ დღეისათვის ყველაზე მასშტაბური, ევროპული სტანდარტების მქონე ცენტრია საქართველოში, სადაც შესაძლებელია საერთაშორისო საწყლოსნო ტურნირების ჩატარება და ყველა იმ სერვისების მიღება, რაც თავისუფალი დროის გატარების ჯანსაღ წესთან, ჯანმრთელობასთან და სხეულის სილამაზესთან არის დაკავშირებული.
სასწავლო-საწყლოსნო კომპლექსი „ოლიმპიკი“ ევროპისა და მსოფლიოს საწყლოსნო ფედერაციების (FINA და LEN ) სტანდარტების დაცვითაა აშენებული, რაც საშუალებას იძლევა საქართველოში მსოფლიო დონის ტურნირების ჩასატარებლად.