ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია სამედიცინო და არამარტო ამ დარგის ნიმუშები, რომელთაგან ყველაზე ძველი მოიცავს 16 მლნ წლის წინანდელ არტეფაქტს.
მუდმივი საგამოფენო მასალა დაკომპლექტებულია ძვ.წ XIII საუკუნიდან მე- 20 საუკუნის მიჯნამდე დათარიღებული საექსპოზიციო ნიმუშებით.
მუზეუმში ვიზიტის დროს კი თქვენ დაათვალიერებთ 330- მდე სახეობის ექსპონატს:
ქართველი ხალხის მიერ ათასწლეულების წინ შექმნილ უნიკალურ არქეოლოგიურ არტეფაქტებს.
სამუშაო საათები: სამშაბათი-კვირა / 11:00- 18:00