საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იტალიის საელჩო საქართველოში, კაპიტოლიუმის მუზეუმების ანტიკური მოზაიკის შემდეგ, წარმოგიდგენთ ექსპოზიციას
მარადიული რომი. რომაული ქანდაკების შედევრები დინო და ერნესტა სანტარელის ფონდიდან
.დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ერთ-ერთი მთავარი საგამოფენო სივრცეა თანამედროვე ხელოვნების წარმოსადგენად. გალერეის სივრცე განკუთვნილია როგორც მუდმივმოქმედი, ისე დროებითი გამოფენებისათვის. პირველი სართული ეთმობა ქართულ და საერთაშორისო საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტებს. მეორე სართულზე წარმოდგენილია ნიკო ფიროსმანაშვილის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილისა და იაკობ ნიკოლაძის ნამუშევრების მუდმივმოქმედი ექსპოზიცია.