Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

Dimitri Vegas - Powered By Mono Hall • MONO HALL

Factory Tbilisi

30 ნოემბერს - პირველად საქართველოში და კერძოდ თბილისში - Mono Hall-ის ორგანიზებით, Factory Tbilisi-ს (კოკა-კოლას ყოფილი ქარხანა) სცენაზე - ყველაზე მასშტაბური ფესტივალის - Tomorrowland-ის მუდმივი ჰედლაინერი - მსოფლიოში N1 დიჯეის სტატუსის მფლობელი დიჯეი - Dimiti Vegas დაურკავს.


Dimiti Vegas - წარმოშობით ბერძენი, ბელგიაში დაბადებული დიჯეია. ის თავის ძმასთან Michael Thivaios-სთან ერთად, წარმოადგენს პროექტს - Dimitri Vegas & Like Mike, რომელმაც ბოლო დეკადის მანძილზე, კოლოსალურ პოპულარობას მიაღწია და სრული დომინაცია მოახდინა, მსოფლიო ელექტრონული მუსიკის სცენაზე. 2015 და 2019 წლებში, ბრიტანული გამოცემის DJ MAG-ის გამოკითხვის მიხედვით,  პროექტმა Dimitri Vegas & Like Mike პირველი ადგილი დაიკავა და გახდა პირველი დუო, რომელმაც მსოფლიოში საუკეთესო დუოს სტატუსი მოიპოვა.

მათი უნიკალური ცოცხალი პერფორმანსის წყალობით, Dimitri Vegas & Like Mike გახდა მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი და თანამედროვე ეპოქაში, საცეკვაო მუსიკის სცენზე ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა. ბოლო წლებში, Dimitri Vegas & Like Mike-ს - ‘King of Tomorrowland’-ის ზედმეტ სახელითაც კი მოიხსენიებენ, მთავარი ჰედლაინერის რანგში, მათი აურაცხელი რაოდენობის პერფორმანსის გამო. მათ სახელი ასევე შეგხვდებათ, მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ფესტივალებზე, მთავარი შემსრულებლების რანგში: EDC Las Vegas, EXIT festival, Parookaville, UNTOLD, Sensation და Creamfields. Dimitri Vegas & Like Mike-ს ასევე დაუკრავს, UEFA ჩემპიონთა ლიგის ფინალზე მადრიდში და ამერიკულ ფესტივალზე Lollapalooza.


Dimitri Vegas & Like Mike ასევე უპირობო ლიდერია და პირველი ადგილი აქვს დაკავებული ბელგიაში, ხოლო მათი კოლაბორაციული ტრეკი Ne-Yo-სთან, სახელწოდებით - ‘Higher Place’, 10 კვირის მანძილზე ბელგიური მუსიკალური ჩარტების სათავეში გახლდათ, ხოლო ამერიკულ ჩარტში Billboard, საცეკვაო მუსიკის კატეგორიაში, #1 ადგილი დაიკავა. იგივე განმეორდა, Diplo-სთან ერთობლივი ნამუშევრის ‘Hey Baby’ გამოცემის შემდეგომ, რომელმაც ასევე #1 ადგილი დაიკავა მუსიკალურ ჩარტებში.

მათი ერთობლივი სინგლი David Guetta-სთან ერთად, სახელწოდებით ‘Compilated’, გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე, უკომპრომისოდ პოპულარული გახდა. კერძოდ კი 1 დღეში, აღნიშნულმა ტრეკმა, მოაგროვა 130 მილიონი მოსმენა Spotify-ზე და 70 მილიონი ნახვა YouTube-ზე. Dimitri Vegas & Like Mike-ს ერთობლივად ნამუშევარი აქვთ ასევე ისეთი მსოფლიო დონის არტისტებთან, როგორებიც არიან: Gucci Mane, Armin van Buuren, Ummet Ozcan, Martin Garrix, Hans Zimmer, Fatboy Slim, Wiz Khalifa, Afrojack და Kid Ink. მათ ასევე დაფუძნებული აქვთ საკუთარი მუსიკალური ლეიბლი: Smash the House, სადაც არაერთი პოპულარული არტისტის ნამუშევრები გამოიცემა, ისეთების, როგორიც არის: Afrojack, Armin van Buuren, Daddy Yankee, David Guetta, Era Istrefi, Fatboy Slim, Gucci Mane, Hardwell, Martin Garrix, Paris Hilton, Steve Angello, Sebastian Yatra and Kid Ink და ასევე აღსანიშნავია მათი რემიქს ნამუშევრები არტისტებისთვის:  Lady Gaga, the Chainsmokers და (G)I-dle.

30 ნოემბერს Dimitri Vegas თბილისს პირველად ეწვევა და Factory Tbilisi-ს (კოკა-კოლას ყოფილი ქარხანა) სცენაზე, უპრეცედენტო პერფორმანსით წარსდგება მსმენელის წინაშე. მასთან ერთად სცენას ასევე დაიკავებენ, ქართველი მსმენელისთვის უკვე კარგად ნაცნობი დიჯეები: Ucha და Endorphins.

ასაკობრივი შეზღუდვა 18+

თარიღი
შაბათი, 30 ნოემბერი
22:00
80 GEL-დან