ესტატე პაპას სახლის სხვენზე მცხოვრები წრუწუნების ამბავი საუკუნეზე მეტი ხნის წინ უამბო ბავშვებს დიდმა ქართველმა მწერალმა ვაჟა-ფშაველამ. ადამიანების მსგავსად, შობის დღესასწაულს თაგუნებიც აღნიშნავენ. ერთხელ წრუწუნები მათთვის უცნობ ნივთს - სათაგურს გადააწყდებიან და სწორედ ამ დროს იწყება ფიცხელას, ცქმუნას, კუდას, ფხორას, ხიფათას და სხვა წრუწუნების თავგადასავალი. სახელგანთქმული თაგვი ფიცხელა სათაგურში გამოამწყვდევენ, ერთგული მეგობრები კი მის გამოხსნას ცდილობენ.
ასაკი: 8+
ჟანრი: ზღაპარი
ენა: ქართული
სუბტიტრები: ქართული
ხანგრძლივობა: 70
რეჟისორი: ოთარ ბაღათურია
ავტორი: ვაჟა ფშაველა
მხატვარი: მაია სხირტლაძე
კომპოზიტორი: მიხეილ ზაქარიაშვილი
ქორეოგრაფი: გია მარღანია
რეჟისორის ასისტენტი: ქეთი ქანთარია, თამაზ ქარაული
მსახიობები: ლევან კაციაშვილი, ლაშა გრძელიძე, ხატია მელქაძე, ელენე დარჩია, სალომე წურწუმია, ნანა ვარამაშვილი, მერაბ შარიქაძე, ვახტანგ ახალაძე, პაატა კიკვაძე, გიორგი ყორღანაშვილი, ხათუნა ბერძენიშვილი, ასმათ ქურციკიძე, ნინო შუშიაშვილი, რამონა მიქელაძე, მაკა ბარდაველიძე, სოფო ფერაძე, ბადრი გვაზავა, მალხაზ შაყულაშვილი, გიორგი გოგიშვილი, ზურაბ არუსია, დევი რეხვიაშვილი, რატი ნავაძე, ლუკა ჩაჩხიანი, ტასო როსტომაშვილი, კატო და ირაკლი თავაძეები