ჟანრი: სათავგადასავლო
ენა: ქართული
ხაბგრძლივობა: 60 წუთი
რეჟისორი: მაია ჩართოლანი
მწერალი: მაია ჩართოლანი
მხატვარი: მარინე ფრანგიშვილი
მუსიკალური გაფორმება: ირმა გოგელია
სიმღერების ტექსტის ავტორი: მაია ჩართოლანი
ქორეოგრაფი: თამარ ბერიძე
რეჟისორის ასისტენტი: თეონა ლორთქიფანიძე, ირაკლი იორამაშვილი
მთავარ როლებში: მამუკა მანჯგალაძე, მერი ნაკაშიძე, სალომე დოლიძე
მსახიობები: მანანა გოგიტიძე, ირმა მგელაძე, მარიკა ბულეიშვილი, ქეთევან სამხარაძე, თედო ტუღუში, გიორგი არველაძე, ანრი ჩაგუნავა
,,ყველასათვის საყვარელი ზღაპარი „წითელქუდა,“ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე, ახალი ინტერპრეტაციით გათამაშდება. დათვის - დათიკოს დაბადების დღეზე შეკრებილი მეგობრები, ტყეში მგლის დაბრუნების შესახებ შეიტყობენ. მათთვის მალევე გახდება ცნობილი მგლის გეგმა, რომელიც მელაკუდასთან ერთად მოქმედებს. მეგობრები წითელქუდას დასახმარებლად გაერთიანდებიან. სწორედ აქედან იწყება დიდი თავგადასავალი. ბაჭია, თუთიკო, კაჭკაჭი, გუგული და თავის მხრივ - მონადირე, თავგანწირვით იცავენ მგლისგან წითელქუდას. ყველაფერი კი, როგორც ყველა ზღაპარში კეთილად სრულდება. მსახიობების ოსტატობა, მოვლენათა დინამიკური ცვალებადობა, თანამედროვე კოსტიუმები და ჯაზის მელოდია, სცენაზე ქმნის დაუვიწყარ წარმოდგენას და მაყურებელიც მოგზაურობს ჯადოსნურ სამყაროში. სპექტაკლი დაგვაფიქრებს ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: სიყვარული, მეგობრობა, თავგანწირვა, მიზანდასახულობა, გონიერება, მოხერხებულობა.”
სარეკომენდაციო ასაკი: 5+