Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

თელავის მუსიკალური ფესტივალი

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში წელს 21-29 სექტემბერს გაიმართება.

ფესტივალს წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის ცენტრი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

ფესტივალი ეძღვნება თელავის ფესტივალის დაარსებიდან მე-40 წლისთავს.

მსმენელის წინაშე წარდგებიან ელისო ვირსალაძე, მევიოლინე სვეტლინ რუსევი, პიანისტი ანდრეა ლუკეზინი, ფლეიტისტი არიელ ცუკერმანი, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, თელავის ქალთა კამერული გუნდი, ოპერის კამერატა.

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს და ოპერის კამერატას უდირიჟორებს ფესტივალის დიდი ხნის მეგობარი არიელ ცუკერმანი.


ღონისძიების პარტნიორი: მაგთი

ჩვენი მხარდამჭერები:თელავის მუნიციპალიტეტის მერია; STEINWAY&SONS; ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი; თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი; თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი; თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი; თელავის ისტორიული მუზეუმი; საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი; რადიო „ფორტუნა“; AT.ge; სასტუმრო „თელა“; სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თელავი“, ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი.