XX-ე საუკუნის მთავარი ტექსტი, არც დღევანდელობაში კარგავს აქტუალურობას და ხელახალი ინტერპრეტაციით ცოცხლდება ფოთის თეატრის სცენაზე ეს ერთი კაცის და ქვეყნის ამბავია. მაშინ როდესაც მტერს არ სძინავს და ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან შარა-გზად უქცევია ქართული მიწა, თეიმურაზ ხევისთავი თვლემს. სასტუმროს ოთახები ჩამოსული სტუმრებით ივსება , მასპინძელი კი თვალებს იბრმავებს, არაფერი ესმის და ვერაფერს ამბობს. ხევისთავთა საგვარეულო მამული კეთილმოწყობილ სასტუმროდ გადაქცეულა, რომელიც დღეს ვიზიტორებს ემსახურება.
სპექტაკლი მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს და იმ დიდ გამოწვევებზე, რომელიც პატარა ქვეყნის ხვედრია.