მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
გრაფი ალმავივა - ნიკა კუჭავა
როზინა, გრაფის ცოლი - ლელა მებურიშვილი / ანა ვასაძე
ფიგარო, გრაფის მსახური - პაატა პაპუაშვილი
სიუზონი - ანუკა გრიგოლია
მარსელინა - მანანა კოზაკოვა / ირმა ბერიანიძე
ანტონიო, მებაღე - ონისე ონიანი
ფანშეტა - ლიზი კოტრიკაძე
ქერუბინო - გიორგი კიკნაძე
ბარტოლო - როლანდ ოქროპირიძე
დონ ბაზილიო - ჯაბა კილაძე
მოსამართლე - ნოდარ ძოწენიძე
ბიანკა - ნინო წულაძე
კოლომბინა - ანა ინგოროყვა
სპექტაკლის შესახებ:
ფიგაროს ქორწინება - ტრილოგიის მესამე ნაწილია. ალბათ გაგიკვირდებათ ლევ ტოლსტოის „კრეიცერის სონატის“ და ფიოდორ დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელის“ შემდეგ რატომაა მესამე ნაწილი კომედია?
როგორც ბომარშე ამბობდა, ჩვენ გართობით უნდა ვასწავლოთ.
კომედიაზე გვეცინება, მაგრამ კომედიაში ნაკლები სათქმელი არაა. კომედიის ჟანრული თავისებურება მძლავრი სოციალური ჟღერადობაა, ეს განსაკუთრებული ჟანრია, ჟანრი სადაც თან ვერთობით, თან თანავუგრძნობთ პერსონაჟებს.
სიცილი ათავისუფლებს მაყურებელს და ამეფებს ჯანსაღ ცხოვრებისეულ საწყისებს.