ანას მომენტი • ფოთის თეატრი
ფოთის თეატრი A
რეჟისორი: საბა ასლამაზიშვილი
მხატვარი: გიორგი უსტიაშვილი
კომპოზიტორი: კოტე ეჯიბაშვილი
ქორეოგრაფი: ირინა კუპრავა
რეჟისორის ასისტენტი: მაიკო მებონია
როლში: ნინო გოშაძე, ირაკლი კვერღელიძე, გია სურმავა, თამუნა აბშილავა, რამინ კილასონია, ნიარა ჭიჭინაძე, გუჯა ქარაია, გენა შონია
ახალგაზრდა წარმატებული მწერალი ანა ნაკაშიძე მოულოდნელად მეხსიერებას კარგავს. გამოკვლევები ადასტურებს, რომ მის ამნეზიას ფიზიოლოგიური საფუძველი არ გააჩნია. მისი ქმარი, გამომძიებელი და ფსიქოთერაპევტი ეჭვობენ, რომ ის ავად არ არის. ეს უცნაური ამბავი თანდათან მასშტაბებს იძენს, ქვეყნის ფარგლებს სცდება და იქცევა დიდი არეულობის დასაწყისად, რომელიც გასტანს მანამ, სანამ მთელი მსოფლიო სიმართლის გარკვევის მოთხოვნით არ გაერთიანდება.
მცირე რომანი „ანას მომენტი“, ერთი მხრივ, მესამე სამყაროს ხმაა, რომელიც თანამედროვე მაღალგანვითარებული ქვეყნების ყურს არ სწვდება და მას გულგრილად უვლიან გვერდს, მეორე მხრივ კი პასუხია იმაზე, რა შეიძლება გახდეს ძალადობისა და ტერორიზმის საფუძველი.
ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია სალაროებში, შემდეგ მისამართებზე:
თბილისი
- ჭავაჭავაძის #7 (ბიბლუს გალერი)
ბათუმი
- მემედ აბაშიძის #52 (ბიბლუს გალერი)