ფედრა, ათენის მეფის თეზევსის ცოლი, დაიღალა. დაიღალა წლების განმავლობაში საკუთარი სურვილების შენიღბვით, ხალხის სიყვარულით განებივრებული დედოფლის როლის თამაშით და შორეულ წარსულში მინოტავრის დამმარცხებელი გმირი მეუღლის ჩრდილში ყოფნით. თითქოს ადგილს ვეღარ პოულობს. მხოლოდ ქმრის დანამატ სამკაულად გრძნობს თავს. სასახლის მტკიცე გალავნითაა გარშემორტყმული და ჩიხში ექცევა. სამეფოში ახალი სარძლოს, მომხიბვლელი პერსეას გამოჩენით კი ყველაფერი თავდაყირა დგება. ფედრა თითქოს ლაბირინთში ეხვევა და ხანგრძლივი ძილის შემდეგ ფხიზლდება, უფრო და უფრო თამამდება, ახსენდება ის, რაც უკვე დიდი ხანია დაავიწყდა: საკუთარი თავი.
ძალაუფლებისთვის ბრძოლით შეპყრობილი, რელიგიური და სახელმწიფო მმართველების ხელში ფედრას ბედნიერების ძიება მომაკვდინებელ იარაღად იქცევა.
ბერძნული მითის თანამედროვე ინტერპრეტაციით, მწერალი, დრამატურგი და რეჟისორი ნინო ხარატიშვილი ადამიანის თავისუფლების და საზოგადოებრივი ნორმების ურთიერთკავშირების, პოლიტიკურ-რელიგიური ინტრიგების შესახებ მოგვითხრობს.
ასაკობრივი შეზღუდვა 16+
დაგვიანებული მაყურებელი სპექტაკლზე არ დაიშვება