ერთი წლის წინ ჩავიფიქრეთ ტრილოგია ძალადობის თემაზე. ტრილოგიის პირველი ნაწილი გახლავთ ტოლსტოის „კრეიცერის სონატა“ , რომელიც ოჯახური ძალადობის თემას ეხება.
ტრილოგიის მეორე ნაწილია ფიოდორ დოსტოევსკის ,,დანაშაული და სასჯელი,“ - სადაც ნაჩვენებია ძალადობის საშუალებით წარმატების მიღწევის და შინაგანი მიზნების გადალახვის სურვილი და ამავდროულად მისი დამანგრეველი ძალის სირთულე.
ტრილოგიის მესამე ნაწილზე ჯერ კიდევ ვფიქრობთ, თუმცა ეს შეიძლება იყოს დოსტოევსკის ,,ეშმაკეულნი“, რომელიც ძალადობას სოციალურ - პოლიტიკურ ჭრილში გამოხატავს და იმარჯვებს კიდეც ბოროტი ძალა.
პანდემიის პერიოდმა გვაიძულა ამ სპექტაკლის რეპეტიციები 9 თვის განმავლობაში გაგვეგრძელებინა. დრომ შემოქმედებით ჯგუფს საშუალება მოგვცა ამ გენიალურ ნაწარმოებს საფუძვლიანად ჩავღრმავებოდით, ამით დიდი საჩუქარი გავუკეთეღ ჩვენს თავს, ინტელექტუალებს და არა მხოლოდ მათ...