რეჟისორი: ირაკლი კიკვაძე
ინსცენირების ავტორი - ირაკლი კიკვაძე
კომპოზიტორი - სანდრო ნიკოლაძე
მხატვარი - გიორგი გოგიტიძე
რეჟისორის თანაშემწე - ნანა თოლორდავა
მონაწილეობენ:
სალომე ცაგურია
ვანო მაღლაკელიძე
ალექსანდრე გაბაიძე
მინდია ჩოხარაძე
სოფიო ცინცაძე
ლევან მიდილიში
აღწერა:
,,ლუის კეროლის „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ ყველა დროის გამორჩეული
ნაწარმოებია. მის მიმართ ინტერესი არ ქრება, იზრდება კიდეც.
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო
თეატრის სცენაზე სრულიად ახალი, განსხვავებული ინტერპრეტაციით
გათამაშდება. ელისი იაპონელი თინეიჯერი გოგონაა, რომელიც ერთ დღესაც
ხელოვნურ ინტელექტთან საუბრისას აღმოაჩენს, რომ დაიღალა და
ბავშვობაში სურს დაბრუნება. სწორედ აქედან იწყება ახალგაზრდა ელისის
თავგადასავალი. ამბის გმირებთან შეხვედრის დროს ელისს იმედები
უცრუვდება, რადგან მოზარდ გოგონას ვერავინ სცნობს და ყველა მიანიშნებს
მასში არსებულ ერთსა და იმავე პრობლემაზე. ელისი იწყებს ამ პრობლემაზე
ფიქრს და საბოლოოდ აღმოაჩენს, რომ თავად არის შეცვლილი.
სპექტაკლში გამოყენებული სხვადასხვა ტიპის თოჯინა ქმნის განსხვავებულ და
შთამბეჭდავ წარმოდგენას. ორიგინალური მუსიკა, ტექსტის თანამედროვე
ინტერპრეტაცია და მსახიობების ოსტატობა ჰარმონიულად ერწყმის
ერთმანეთს და გვიხატავს სამყაროს, სადაც მაყურებელი ელისთან ერთად
მოგზაურობს საოცრებათა ქვეყანაში.
სპექტაკლი გვესაუბრება და გვაფიქრებს ისეთ აქტუალურ თემებზე,
როგორებიცაა: მოზარდობის ასაკობრივი თავისებურება, სამყაროს აღქმა -
შემეცნება, საკუთარი თავის ძიება და აღმოჩენა.”
სარეკომენდაციო ასაკი: 8+
ხანგრძლივობა: 40 წთ