აჭარის ხელოვნების მუზეუმი - ერთ-ერთი მთავარი საგამოფენო სივრცეა ბათუმში, სადაც წარმოდგენილია როგორც დროებითი, ისე მუდმივმოქმედი ექსპოზიციები. მუზეუმის პირველი სართული ეთმობა ქართულ, საერთაშორისო საგამოფენო-საგანმანათლებლო და სინთეზურ პროექტებს.
მეორე სართულზე წარმოდგენილია ნიკო ფიროსმანაშვილის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის და სხვა ოსტატების ნაწარმოებები.
მუზეუმის მარცხენა ფლიგელში განთავსებულია მცირე გალერეა, სადაც სისტემატიურად იფინება ახალგაზრდა ავტორების ნამუშევრები.
მისამართი: ბათუმი, ზურაბ გორგილაძის 8
(0422) 27 38 94; 27 62 28
ბათუმი, გორგილაძის ქ. 8