Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

რატომ BILETEBI.GE?

ყურადღება: ჩვენი კომპანიის მიერ გაეშვა ახალი ელ-კომერციის პლატფორმა UniBilling, რომელიც გაძლევთ სხვადასხვა მიმართულების ბიზნესის წარმომადგენელებს შესთავაზოთ თქვენს მომხმარებლებს მრავალი ტიპის სერვისი ონლაინ.
დამატებითი ინფორმაცია სისტემის შესახებ იხილეთ ამ ბმულზე

BILETEBI.GE წარმოადგენს ნაციონალურ საბილეთო ოპერატორს ბილეთების ონლაინ/ოფლაინ (სალაროებში) გაყიდვის 10 წლიანი გამოცდილებით.

გაყიდვების ონლაინ არხთან ერთად ჩვენ გთავაზობთ ბილეთების გაყიდვას ნაღდ ფულზე, ქვეყნის მაშტაბით არსებულ 13 სალაროში. სალაროები განთავსებულია საქართველოს ყველა ძირითად ქალაქში. მისამართები იხილეთ აქ.

გარდა ბილეთების ტექნიკური განთავსებისა, ჩვენ ასევე გთავაზობთ თქვენი ღონისძიების ეფექტურ რეკლმას მიზნობრივ აუდიტრიაზე. 10 წლიანი მუშაობის და ასეულობით სხვადასხვა ტიპის ღონიძიების ბილეთების გაყიდვის შედეგად ჩვენ დაგვიგროვდა მომხმარებელთა უნიკალური ბაზა*, რომელიც დამუშავებული და სეგმენტირებულია მომხმარებელთა ინტერესების მიხედვით. ეს გვაძლევს საშუალებას მოვახდინოთ ინფორმაციის მიწოდება თქვენს პოტენციურ კლიენტზე ყველაზე მინიმალური დანახარჯით.

*მომხმარებელთა ბაზაზე წვდომა და ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება პერსონალურ მონაცემთა სრული დაცვით და კლიენტის თანხმობით.

რა არის პირობები?

პირობები დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის ღონისძიების მაშტაბზე, ჩატარების ადგილზე, კონტრაქტის ხანგრძლივობაზე დ.ა.შ.

რა შედის მომსახურებაში?

ძირითადი სერვისები:

  • ბილეთების გაყიდვა საიტიდან (გადახდა VISA/Mastercard/Amex ქართული და უცხოური ბარათებით)
  • ბილეთების გაყიდვა სალაროებიდან
  • ღონისძიების შესახებ ინფორმაციის განთავსება ჩვენს Facebook გვერდზე (150 ათასი ხელმომწერი)
  • დაშვების კონტროლი ღონისძიების ჩატარების დღეს (კონტროლის გოგოები, ხელის ტერმინალები, ინტეგრაცია ყველა ძირითად დარბაზთან და სტადიონთან)
  • ონლაინ რეპორტინგი და სამართავი პანელი
  • პესონალური ღონისძიების მენეჯერი

დამატებითი სერვისები

  • მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევა და სარეკლამო კომპანიის დადგეგმვა / ჩატარება
  • აუდიტორიის ფილტრაცია (ე.წ. Face Control) მომხმარებლების FACEBOOK ვერიფიკაციის საფუძველზე

როგორ უნდა განვათავსოთ ბილეთები?

თუ ხართ ღონისძიების ორგანიზატორი გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგი არხებით:

კონტრაქტის გაფორმებისთანავე თქვენ მოგემაგრებათ პერსონალური ღონისძიების მენეჯერი, რომელიც იმუშავებს თქვენთან გაყიდვების და დაშვების კონტროლის მთელი ციკლის განმავლობაში.

თუ ფლობთ ან ქირაობთ შენობას და/ან სისტემატიურად უწევთ ორგანიზებას ღონისძიებებს იხილეთ ეს ბმული.

ინფორმაცია BILETEBI.GE UniBilling™ სისტემის შესახებ იხილეთ აქ.