თეატრის შესახებ:
თეატრი სახელოსნო 42 - ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და მდებარეობს დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, Factory Tbilisi - ის ტერიტორიაზე. თეატრი სახელოსნო 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი. თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, პერფორმანსების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით - კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. თეატრი სახელოსნო 264 ადგილზეა გათვლილი და გარდა სპექტაკლებისა, საგანმანათლებლო პროექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებაზეა ორიენტირებული. სრულიად უნიკალურ სცენასა და მაყურებელთა დარბაზთან ერთად, თეატრის ფოიეც საკმაოდ დატვირთულია და მიმზიდველი თეატრალური კაფეებითა და საგამოფენო სივრცით.
თეატრის გენერალური სპონსორია თიბისი კონცეპტი ვიზა
3 დღის განმავლობაში, მხოლოდ თიბისი კონცეპტის Visa ბარათის მფლობელები შეძლებენ სპექტაკლის ბილეთების შეძენას.
თიბისი კონცეპტის Visa ბარათით გადახდისას, მეოთხე რიგის ბილეთებზე ვრცელდება 15%-იანი ფასდაკლება
პ რ ე მ ი ე რ ა
ღამის ქალაქის ჩირაღდნები: ბენზინგასამართი სადგური
ტექსტის ავტორი და რეჟისორი - ლევან წულაძე
სცენოგრაფი - ლევან წულაძე
რეჟისორის ასისტენტი - მაგდა წულაძე
კოსტიუმების მხატვარი - ნინო სურგულაძე
ქორეოგრაფი - თინათინ წულაძე
მუსიკალური გამფორმებელი- ზურაბ გაგლოშვილი
ვიდეო პროექცია - დათა დვალიშვილი
ტექნიკური რეჟისორი - თამარ ფრუიძე
მონაწილეობენ:
კოკო როინიშვილი
ნიკა კუჭავა
ნინუცა ჩარგეიშვილი
თეონა ქოქრაშვილი
ანა გვანცელაძე
ბუბა ჭოღოშვილი
სპექტაკლის შესახებ:
როდესაც ცხოვრება უმართავი სისწრაფით მიგვაქანებს, ხშირად გვავიწყდება ის, რაც ყველაზე ძვირფასია. ყოველდღიურობის ქაოსში ურთიერთობები უკანა
პლანზე ინაცვლებს, დრო კი თითქოს ჩვენს წინააღმდეგ დგას. წინ მივრბივართ და ამ სირბილში ვეღარც კი ვამჩნევთ, რამდენად ლამაზია სამყარო ჩვენს
გარშემო, რამდენი მცირე დეტალია, რომლითაც შეგვიძლია ბედნიერება შევიგრძნოთ. ეს სპექტაკლი გვიამბობს ექვსი ადამიანის ისტორიას, რომლებიც ბედისწერის წყალობით “ბენზინგასამართ სადგურზე” აღმოჩნდებიან და იძულებულნი არიან ყოველდღიური გიჟური რიტმის ფონზე სულ რამდენიმე საათით შეისვენონ. ამ ხანმოკლე პაუზაში მათ ეძლევათ შანსი, თავიდან დაინახონ ერთმანეთი, სამყაროს სილამაზე და საკუთარი ღირებულებები – იპოვონ ის, რაც
ყოველდღიურობის ქაოსში დაკარგული ჰქონდათ.
ხანგრძლივობა | 90 წუთი
Fb - https://www.facebook.com/TheatreFactory42?mibextid=LQQJ4d