Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

„მეგას“ 25-ე საიუბილეო ცერემონიალი • Mega 2024

სასტუმრო თბილისი მერიოტი

28 სექტემბერს „მეგას“ 25-ე საიუბილეო ცერემონიალი იმართება სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, სადაც ქვეყნის მთავარი სახელოვნებო პრემიის „მეგას“ ჯილდოს მფლობელები - „ეპოქის ხელოვანები“ გახდებიან, უმაღლესი კლასის. პროფესიონალი ცოცხალი ლეგენდები ქართული სახელოვნებო სამყაროსი


ცერემონიალი დეპონირებულია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ მიერ ნომრით #9088

„მეგა“ ათეული წლებია ღირსეულად ახორციელებს ხელოვნების ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების დაფასებას, ხელშეწყობას, მათი განვლილი ღვაწლის და კონკრეტული წლის განმავლობაში მათი აქტიურობით შექმნილი პროდუქციის და გამორჩეული ნამუშევრების დაჯილდოებას. წლებია უკვდავყოფს იმ ადამიანთა სახელებს, რომლებმაც თავისი ღირსეული კვალი დატოვეს ქართული ხელოვნების ამ მიმდინარეობის განვითარებაში და სწორედ ამ მიზნით დაარსდა ირაკლი ჩარკვიანის სახელობის „მეფეს მეგა“, უნიჭიერესი ქართველი მუსიკოსის დათო ოძელაშვილის სახელობის „ოძელას მეგა“ და ქართული ფოლკის უდავო მარგალიტის თეონა ქუმსიაშვილის სახელობის „თეონას მეგა“, რომლის ნომინაციებში ღირსეულ გამარჯვებულებს უკვე წლებია მათი ოჯახის ახლო წევრები გადასცემენ ქვეყნის მთავრ მუსიკალურ ჯილდოს და წოდებას, 2015 წელს კი, დაწესდა ეთერ კაკულიას სახელობის სპეციალური „მეგა“ - „ეთოს მეგა“ ნომინაციაში „წლის პოზიტივი“, ასევე დიდი ქართველი სახალხო მომღერლის თეიმურაზ წიკლაურის სახელობის პრემია „თემოს მეგა“, ასევე ზურა დოიჯაშვილის სახელობის „დოიჯას მეგა“ და მამუკა ონაშვილის სახელობის -„მამუკა სმეგა“, რომელ ნომინაციებში გამარჯვებულებიც ღირსეულ ქართველ ხელოვანთა დიდი რაზმიდან მონიტორინგის წესით ამოირჩევა ხოლმე, ოჯახებთან შეთანხმებით.

თარიღი
შაბათი, 28 სექტემბერი
16:00
50 GEL

მსგავსი ღონისძიებები

„მეგას“ 25-ე საიუბილეო ცერემონიალი
სასტუმრო თბილისი მერიოტი