ჩვენს ყველაზე პატარა მაყურებელს ელოდება მოგზაურობა ჯადოსნურ სამყაროში და დაუვიწყარი, შთამბეჭდავი თავგადასავლები „ჩიპოლინო“-ს ზღაპრის გმირებთან ერთად.იტალიელმა მწერალმა ჯანი როდარიმ გამოიგონა ხილ-ბოსტნეულის გასაოცარი სამყარო, რომლის მთავარი გმირი კეთილი და გულუბრყვილო ხახვი-ბიჭუნაა სახელად ჩიპოლინო. ჩიპოლინო და მისი მეგობრები ებრძვიან ბოროტმოქმედ გმირებს, იმარჯვებენ და აკეთილშობილებენ ბოროტ გმირებს! ეს ზღაპარი ასწავლის პატარა მაყურებლებს, რომ არასოდეს დაკარგონ იმედი, იყვნენ მამაცები, ყოველთვის გაუწოდონ დახმარების ხელი იმათ, ვისაც თანადგომა სჭირდება და რომ, მეგობრებთან ერთად ყველაფერი არის შესაძლებელი! ზღაპარი არის შემეცნებითი ხასიათის. სპექტაკლში ასახული მოვლენები აძლევენ ბავშვებს საშუალებას განასხვაონ ბოროტება და სიკეთე, ისწავლონ მეგობრობა, ერთგულება და თუ როგორ არის შესაძლებელი გაუმკლავდე ყველა დაბრკოლებას რწმენით, იმედით და სიყვარულით!
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ღონისძიების ორგანიზატორის ფეისბუქ გვერდს : https://www.facebook.com/senakitheatre