Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

ნიაზ დიასამიძე & 33ა • MONO HALL

Mono Hall

ქარი იქროლებს, სიოც შეარხევს შემოდგომის ფოთლებს - 28 სექტემბერს კი - ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი 33ა, მაგიურ ატმოსფეროს შექმნის Mono Hall-ში 

გელოდებით ყველას, ვისაც ჭეშმარიტად ქართული მუსიკა გიყვართ. საღამოს, ნიაზ დიასამიძის შვილი, თემურიკო დიასამიძე განაგრძობს.

ნიაზ დიასამიძეს ბევრი სხვადასხვა რამე ერთნაირად კარგად გამოსდის - მუსიკისა და ტექსტის წერის გარდა ხატავს, ღვინოს აყენებს, ხალხურ ინსტრუმენტებს აკეთებს, ავეჯის შეკეთებაც შეუძლია და, კიდევ, ვინ იცის რამდენი რამე.

მუსიკაც ეგეთი აქვს - ბევრი სხვადასხვა რამის ცოდნითა და სიყვარულით შექმნილი. შესაძლოა უცნაური შერწყმაა - რეგეის, როკის, ხალხური მუსიკის, ბოშური სიმღერების ნაზავი თბილისურ მუსიკასთან - ამ ტერმინის ძალიან ფართო გაგებით - დუდუკებიდან ოთარ რამიშვილამდე. ზოგჯერ ეს კომპონენტები სულაც ერთ სიმღერაში არის ხოლმე წარმოდგენილი.

პროცესში მუდმივმა ძიებამ და შემოქმედებითმა გულწრფელობამ  თავისი როლი ითამაშა ბენდის პოპულარობაში - „33ა“ ხომ უკვე კარგა 25 წელზე მეტია, რაც საქართველოს უპირველეს ჯგუფებში მოიაზრება. აქვე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ „33ა“ მარტო ნიაზი არ არის. მასთან ერთად არიან ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსები, რომელთა გარეშეც ბენდის მუსიკა სულ სხვაგვარი იქნებოდა.

------
21:00 - თემურიკო დიასამიძე
23:00 - ნიაზ დიასამიძე & 33ა (კონცერტის დასაწყისი)
01:00 - თემურიკო დიასამიძე
------

ასაკობრივი შეზღუდვა 16+

 

 

Mark September 28 at your calendar - As always, we are happy to host, one of the main artist of the Georgian folk and folk rock music - Niaz Diasamidze and group 33a concert at Mono Hall. The night continues, with Niaz Diasamidze son, Temuriko Diasamidze.

------
21:00 - Temuriko Diasamidze
23:00 - Niaz Diasamidze & 33a
01:00 - Temuriko Diasamidze
------

Age Control 16+

 

თარიღი
შაბათი, 28 სექტემბერი
21:00
60 GEL-დან