Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით  -  მე- 16 თბილისის საერთაშორისო თეატალური ფესტივალი  17 სექტემბერს გაიხსნება და 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

 

ბილეთების გაყიდვა  2 აგვისტოდან  დაიწყება.

 

17 – 18  სექტემბერს,  თბილისს თეატრის დიდი ვარსკვლავი -  რობერტ ვილსონი სპექტაკლით „ ქარიშხალი“ ესტუმრება. რობერტ ვილსონი  ცნობილია თავისი განსაკუთრებული   ხელწერით, მის სპექტაკლებში  ვიზუალური მხარე და განათება ნამდვილ ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. ივან ვაზოვის ნაციონალური თეატრის სპექტაკლი  „ქარიშხალი“ ამის ნათელი მაგალითია .სპექტაკლი გაიმართება შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.


23 სექტემბერს,  ლეგენდარული რეჟისორეიმუნტას ნეკროშუსის უკანასკნელი სპექტაკლი „შიმშილის არტისტი“ , რომელიც  კაფკას ტექსტის მიხედვითაა შექმნილი, თეატრი სახელოსნო 42 - ში იქნება წარმოდგენილი.

 

4 ოქტომბერს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი აკრამ ჰან კომპანიის  „ჯუნგლების ახალი წიგნს“ .უმასპინძლებს.   აკრამ ჰან კომპანია ერთ-ერთი საუკეთესო საცეკვაო კომპანიაა მსოფლიოში.  „ჯუნგლების წიგნი“ კიპლინგის საყოველთაოდ საყვარელ კლასიკურ მოთხრობას  მაუგლის  ეფუძნება.  მაუგლის ამბავი  -  კლიმატური ცვლილებების შედეგად იძულებით გადაადგილებული ადამიანების    -  ეკომიგრანტების  - თვალითაა დანახული, რომელიც  სრულიად ახალი სახითაა წარმოდგენილი.  ორიგინალური მუსიკა, 10 საერთაშორისო მოცეკვავე, ანიმაცია და განსაკუთრებული ვიზუალური მხარე .

 

24 სექტემბრიდან - 29 სექტემბრის ჩათვლით ქართული სპექტაკლების პროგრამა „Georgian Showcase” – ი გაიმართება.  წელს, Georgian Showcase - ზე წარმოდგენილია   46 ქართული სპექტაკლი,  როგორც დედაქალაქიდან ასევე რეგიონებიდან . ქართულ პროგრამაზე უკვე დარეგისტირებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 65 თეატრის პროფესიონალი.  რეგისტრაცია გრძლედება და80-ზე მეტ სტუმარს ველოდებით,

 

 

მოკლედ ფესტივალის  ისტორია:

თბილისის საერთაშორისო ფესტივალი 2009 წელს ქალაქ თბილის მერიის მხარდაჭერით დაფუძნდა. 15 წლის განმავლობაში ფესტივალმა  200-ზე მეტ  საერთაშორისო კომპანიას უმასპინძლა  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან: იტალია,  გერმანია, ისრაელი, ინგლისი, პოლონეთი, ხორვატია, აზერბაიჯანი, თურქეთი, ესტონეთი, შვედეთი, ირანი, კორეა, ლიტვა, ჩინეთი, ავსტრია, საფრანგეთი, ტაივანი, ფინეთი, ესტონეთი, სომხეთი, იაპონია, ინდოეთი, უკრაინა.

ფესტივალის სტუმრები იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორიც არის რობერტ ლეპაჟი, ეიმუნტას ნეკროშიუსი, ჯორჯიო სტრელერი, პიპო დელბონო, სილვიუ პურკარეტე, აკრამ ჰანი, კშიშტოფ ვარლიკოვსკი, მაია კლეჩევსკა, ფილიპ ჟანტი, ალვის ჰერმანესი, ჯონ მალკოვი, ლუკაშ ტვარკოვსკი, ნინო ხარატიშვილი და წელს უკვე რობერტ ვილსონი. მათთან ერთად კი კომპანიები, რომლებსაც სწორედ თბილისის ფესტივალმა გაუხსნა ახალი და დიდი გზა საერთაშორისო აღიარებისაკენ.

 

მაყურებლის რაოდენობა: 78 300