Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

მოგზაურობა იოჰან სებასტიან ბახის საორღანო მუსიკის სამყაროში • ბრავო რექორდსი

კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი-

2024 წლის 8 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი, იოჰან სებასტიან ბახის საორღანო მუსიკას დაეთმობა. საქართველოს წამყვანი მუსიკალური ბიზნესკომპანია “ბრავო რექორდსის” ინიციატივით გაიმართება კონცერტი - “მოგზაურობა იოჰან სებასტიან ბახის საორღანო მუსიკის სამყაროში”. უდიდესი გერმანელი კომპოზიტორის ნაწარმოებებს შეასრულებს ცნობილი გერმანელი ორღანისტი, კლავესინისტი და დირიჟორი, ლინცის და შტუტგარტის სახელმწიფო მუსიკალური უნივერსიტეტების პროფესორი, იორგ ჰალუბეკი, რომელიც შუა საუკუნეების ინსტრუმენტებზე - ორღანსა და კლავესინზე, მსოფლიოში ერთერთ საუკეთესო შემსრულებლად ითვლება. ამავე დროს იორგ ჰალუბეკი არის შუა საუკუნეების მუსიკის ერთერთი უდიდესი მკვლევარი. მისი აღმოჩენილია რამდენიმე მივიწყებული ოპერა და ბაროკოს პერიოდის მრავალი
მუსიკალური ნაწარმოები.

2004 წელს, ლაიფციგში იოჰან სებასტიან ბახის სახელობის მე-14 საერთაშორისო კონკურსში გამარჯვების შემდეგ, იორგ ჰალუბეკმა განახორციელა
ფართომასშტაბიანი  პროექტი სახელწოდებით “ბახის საორღანო პეიზაჟები”, რომლის ფარგლებშიც, მან იმოგზაურა გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში და შეისწავლა ორღანთმშენებლობის ტრადიციები, შეხება ჰქონდა ბახის დროინდელ ისტორიულ ინსტრუმენტებთან, გამოიკვლია ამ ქალაქებისთვის დამახასიათებელი კულტურული თავისებურებების გავლენები იოჰან სებასტიან ბახის საორღანო მუსიკის ჟღერადობებზე. იორგ ჰალუბეკმა ვიდეოგადამღებ ჯგუფთან ერთად, იმოგზაურა გერმანიის 10 ქალაქში, დაუკრა იმ ორღანებზე, სადაც თავის გენიალურ კომპოზიციებს ქმნიდა და ასრულებდა იოჰან სებასტიან ბახი და ეს უნიკალური მუსიკალური პროექტი BERLIN CLASSICS-ის რექორდ ლეიბლთან ერთად CD ალბომების სერიად
გამოსცა. აღნიშნული მოგზაურობის შედეგად, იორგ ჰალუბეკმა და მისმა ვიდეოგადამღებმა ჯგუფმა შექმნეს უნიკალური ფოტო და 360-იანი VR ვიდეო მასალა, რომელზედაც ამ უნიკალური პროექტის ფარგლებში აღიბეჭდა ბახის ხმოვანი სამყარო - გერმანიის ქალაქები და მათი შემოგარენი, ეკლესიები, ორღანები, ის გარემო, სადაც ცხოვრობდა და თავის მარადიულ მუსიკას ქმნიდა გენიალური იოჰან სებასტიან ბახი. 2007 წელს, 14 კვირა დღის განმავლობაში გამართულ კონცერტებზე, იორგ ჰალუბეკმა იოჰან სებასტიან ბახის ყველა საორღანო ნაწარმოები შეასრულა. დღესდღეობით, ის მონაწილეობს ბახის მუსიკალურ ფესტივალებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე სხვადასხვა ორკესტრებთან ერთად გამოდის მსოფლიოს საკონცერტო სცენებზე, როგორც კლავესინისტი. 2008 წელს მისი თაოსნობით შეიქმნა ბაროკოს ცნობილი ორკესტრი სახელწოდებით Il Gusto Barocco.


მაშ ასე, 8 ოქტომბერს, სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, იორგ ჰალუბეკის ბახის საორღანო მუსიკის პროექტი ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგება!  დაესწარით დაუვიწყარ საღამოს და იმოგზაურეთ გენიალური იოჰან სებასტიან ბახის
საოცარ საორღანო მუსიკის სამყაროში!


საკონცერტო პროგრამა

იოჰან სებასტიან ბახი (1685 –1750)

ლიუნებურგი (1700)

ნიჰოფი, შერერი, შტელვაგენი

ქორალი “იესო, ჩემო სიხარულო!” BWV 1105

(გადამუშავებული ქორალი „ნოიმაიერის კოლექციიდან“)


-------
არნშტადტი (1703) - ვენდერი

ტოკატა და ფუგა რე-მინორი BWV 565

“დიდება ზეცით უფალს” BWV 715

(გადამუშავებული ქორალი)

-------
ლიუბეკი (1705) - შერერი, შტელვაგენი

პასაკალია დო-მინორი BWV582

-------

ვაიმარი (1708) - კომპენიუსი, ტრებსი

ტრიო-სუპერი „უფალო იესო ქრისტე, მოგვაპყარ შენი მზერა“ BWV 655

-------

კონცერტი რე-მინორი BWV 596 – Grave – Fuga – Largo e spiccato

-------

ჰამბურგი (1720) - შნიტგერი

ფანტაზია (BWV542)
-------


ლაიფციგი (1739) - ტროსტი, ჰილდებრადტი, ზილბერმანი

„გაიღვიძეთ, ხმა გვეძახის“ BWV 645 (შუბლერის ქორალებიდან)

-------

ფუგა სოლ-მინორი (BWV 542)

პროექტის წარმდგენები არიან: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო თბილისი, თბილისის მერია, „პროკრედიტ ბანკი“ გენერალური სპონსორი: „კნაუფი“

სპონსორი: K-Array

მხარდამჭერი: „იპოა“

საინფორმაციო მხარდაჭერა: „რუსთავი 2“, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“

 


On October 8, 2024, at 20:00, the big concert hall of the Tbilisi State Conservatory will be dedicated to the organ music of Johann Sebastian Bach. The concert - ,,Journey to the world of organ music of Johann Sebastian Bach'' will be held on the initiative of the leading music business company in
Georgia ,,Bravo Records''. The works of the greatest German composer will be performed by the famous German organist, harpsichordist and conductor, professor of the State Music Universities of Linz and Stuttgart, Jörg Halubeck, who is considered one of the best performers in the world on medieval instruments - organ and harpsichord. At the same time, Jörg Halubek is one of the greatest


researchers of medieval music. Several forgotten operas and many musical pieces from the Baroque period have been discovered by him.
In 2004, after winning the 14th International Johann Sebastian Bach Competition in Leipzig, Jörg Halubeck undertook a large-scale project entitled Bach's Organ Landscapes''. Within the framework of the project, he studied the traditions of organ building in various German cities, came in contact with historical instruments from Bach's time and investigated the influence of the cultural features characteristic of these cities on the sounds of Johann Sebastian Bach's organ music. Jörg Halubeck traveled to 10 cities in Germany with a video crew, played the organs on which Johann Sebastian Bach performed his genius creations, and released this unique musical project as a series of CD albums together with the BERLIN CLASSICS record label. As a result of
this trip, Jörg Halubeck and his video crew created a unique photo and 360° VR video material, which, within the framework of this unique project, captured the sound world of Bach - German cities and their surroundings, churches, organs, the environment where Genius Johann Sebastian Bach lived and created his
eternal music.
In 2007, at the concerts held on 14 Sundays, Jörg Halubeck performed all the organ works of Johann Sebastian Bach. He participates in Bach festivals around the world and performs with various orchestras on concert stages around the world as a harpsichordist. In 2008, under his leadership, the famous baroque
orchestra called ,,IL gusto barocco'' was created. So, on October 8, in the big concert hall of the State Conservatory, Jorg Halubek's Bach organ music project will be presented to Georgian listeners! Attend an unforgettable evening and travel to the world of the amazing organ music of the genius Johann
Sebastian Bach!


Concert program

Johann Sebastian Bach (1685-1750)

Lüneburg (1700)

Niehoff, Scherer, Stellwagen

Chorale ,,Jesus, my joy!'' BWV 1105
(Modified coral from the ,,Neumeister Collection'')


-------
Arnstadt (1703) - Wender

Toccata and Fugue in D minor BWV 565

,,Glory to the Lord in heaven'' BWV 715

(Modified coral)

-------
Lübeck (1705) - Scherer, Stellwagen

Passacaglia in c minor BWV582

-------

Weimar (1708) - Compenius, Trebs

Trio-super ,,Lord Jesus Christ, look upon us'' BWV 655

-------

Concerto in D minor BWV 596 – Grave – Fuga – Largo e spiccato
-------

Hamburg (1720) - Schnittger

Fantasy (BWV542)

-------

Leipzig (1739) - Trost, Hildebrnadt, Silbermann

,,Awake, the voice is calling us''; BWV 645 (from the Schubler Chorale)

-------

Fugue in G minor (BWV 542)


The presenters of the project are: Embassy of the Federal Republic of Germany Tbilisi, Tbilisi City Hall, ProCredit Bank

General sponsor: Knauf

Sponsor: K-Array

Supported by: IPOA

Informational support: ,,Rustavi 2'', radio holding ,,Fortuna''

თარიღი
სამშაბათი, 08 ოქტომბერი
20:00
20 GEL-დან

მსგავსი ღონისძიებები