Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

ზვიად ბოლქვაძე-რანინას ბავშვები • Sparks

თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი

5 ოქტომბერს - ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში - SPARKS წარმოგიდგენთ - კომპოზიტორისა და ავტორ-შემსრულებლის - ზვიად ბოლქვაძისა და რანინას ბავშვების კონცერტს.
კომპოზიტორი, ავტორ-შემსრულებელი, დირიჟორი და არანჟირებების ავტორი, ზვიად ბოლქვაძე, სხვადასხვა ჟანრში მოღვაწეობს. მის საგუნდო და სიმფონიურ მუსიკას ხშირად ასრულებს სხვადასხვა კოლექტივი.
ზვიად ბოლქვაძეს მიღებული აქვს აკადემიური განათლება დირიჟორობის (მაგისტრის ხარისხი) და კომპოზიციის მიმართულებით (დოქტორანტურა) თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში.
2008 წლიდან დღემდე არის საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის (ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი), კომპოზიტორი და სოლისტი;  2012 წლიდან -  ბავშვთა გუნდ „ანა-ბანას“ დირიჟორი; 2016 წლიდან  - გ. ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი; 2023 წლიდან -ქ. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
ზვიად ბოლქვაძე მონაწილეობს არაერთ სატელევიზიო პროექტში: ,,ჯეოსტარი“, ,,ანა-ბანა“, ,, მხოლოდ ქართული“, ,,რანინა“.
2007 წლიდან მუშაობს კინომუსიკის ჟანრში.  არის ათამდე კინომუსიკის ავტორი. წერს მუსიკას სპექტაკლებისთვის.
ზვიად ბოლქვაძე არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმიდესობის -ილია მეორეს საგალობლების  საგუნდო და საორკესტრო არანჟირებების ავტორი.
კონცერტებს მართავს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ (შვეიცარია, ისრაელი, საფრანგეთი, აშშ, ბელგია, პოლონეთი, იტალია, ჰოლანდია, გერმანია, უკრაინა, აზერბაიჯანი).


------
19:00 - კარის გახსნა
20:00 - კონცერტის დასაწყისი

თარიღი
შაბათი, 05 ოქტომბერი
19:00
40 GEL-დან

მსგავსი ღონისძიებები

ზვიად ბოლქვაძე-რანინას ბავშვები
თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი
და, აი, ჩვენ აქ ვართ - მამმა მია!
თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი