სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისა და დიმიტრი ჯაიანის სახელობის სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურის ცენტრის ერთობლივი თეატრალური სკოლა-სტუდიის აღსაზრდელები წარმოგიდგენთ ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით შექმნილ ერთმოქმედებიან სპექტაკლს “ HELLADOS - გაკვეთილი” სპექტაკლის მთავარი თემაა ახალგაზრდების ბრძოლა თვითდამკვიდრებისათვის, თუმცა მათი პაექრობა არასდროს სცილდება ადამიანურ საზღვრებს და ყველაზე მძაფრ, გადამწყვეტ მომენტში არ ჰკარგავენ ერთმანეთის პატივისცემისა და დაფასების უნარს.
“HELLADOS - გაკვეთილი”, არის სპექტაკლი მეგობრობის, სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულსა და ახალგაზრდის ცხოვრებაზე, რომელსაც ერთი სიცოცხლე და ორი სამშობლო აქვს.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ღონისძიების ორგანიზატორის ფეისბუქ გვერდს : https://www.facebook.com/senakitheatre