Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

სტეფანე • MONO HALL

Mono Hall

19 ოქტომბერს - Mono Hall თბილისის სცენაზე - თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გემოვნებიანი მუსიკოსი - სტეფანე - მორიგი გრანდიოზული და განსხვავებული კონცერტით ბრუნდება. შემოგვიერთდი
სტეფანე - მუსიკოსი, მომღერალი და პროდიუსერი, ქართული მუსიკალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტია, რომლის შემოქმედებაც უკვე 20 წელზე მეტია აქტუალურია. მისი შესრულების მანერა და გამორჩეული ხმის ტემბრი, შეუმჩნეველი არავის დარჩენია. 1998 წლიდან დღემდე რამდენიმე ათეული სიმღერა და სინგლი აქვს შექმნილი, გამოშვებული აქვს ორი ალბომი, გადაღებული აქვს ათამდე ვიდეორგოლი და საქართველოში ერთ-ერთ კაშკაშა და გემოვნებიან ვარსკვალავდ ითვლება. მან თანამედროვე ქართულ პოპ კულტურაში აქტიურად შემოიტანა ელექტრონული, პოპ და ფანქ ჟღერადობა.
სტეფანეს 20 წლიანი შემოქმედება ელექტრონული მუსიკის, პოპის, ბლუზის, დისკოსა და ფანქის ორიგინალური ნაზავია, რომელსაც მისი ინდივიდუალური, ადგილობრივი სცენისთვის სრულიად ახლებური იმიჯი ერთვის თან.
მუსიკალურ თავგადასავალს, საინტერესო და გემოვნებიანი სელექციით, ტატო რუსია განაგრძობს.

------
22:30 - Tato Rusia
01:00 - სტეფანე
03:00 - Tato Rusia
------

ასაკობრივი შეზღუდვა 16+

 

 

On October 19 – One of the most discussed Georgian singer - more than 20 years on stage - STEPHANE is back with an unforgettable concert at Mono Hall Tbilisi. Local artist, Tato Rusia will continue a musical journey.

------
22:30 - Tato Rusia
01:00 - Stephane
03:00 - Tato Rusia
------

Age Control 16+

თარიღი
შაბათი, 19 ოქტომბერი
22:00
50 GEL-დან