Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

მატარებლის ბილეთები

ამ გვერდზე თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ საქართველოს რკინიგზის განრიგი და შეუკვეთოთ მატარებლის ბილეთები ონლაინ.

რკინიგზის ბილეთების შესაძენად თქვენ დაგჭირდებათ თითოეული მგზავრის პირადი ნომერი. გთხოვთ მოამზადოთ ეს ინფორმაცია წინასწარ.

ყურადღება: მგზავრები არ ან არასწორად მითითებული პირადი მონაცემებით (სახელი, გვარი, პირადობის ნომერი) მატარებელში არ დაიშვებიან.

შტადლერის მატარებლის თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისი რეისებზე პირველი ვაგონის 117-დან 124 ნომრამდე გათვლილია შშმპ პირებზე თანმხლებ პირთან ერთად. სხვა ტიპის მგზავრები ამ ადგილბზე არ დაიშვებიან.

საბავშვო ბილეთის მგზავრობის უფლება აქვს 10 წლამდე ბავშვს, ხოლო 10 წლის და მეტი ასაკის ბავშვები მგზავრობენ სრული ბილეთით. ჩასხდომისას აუცილებელია ვაგონის გამყოლისათვის ბავშვის დაბადების მოწმობის წარდგენა.

შესყიდვის ოპერაციის დასრულების შემდეგ თუ რაღაც მიმზეზის გამო არ მოგვიდათ სმს და/ან დამადასტურებელი მეილი, გადაამოწმეთ თქვენი შეკვეთა "ჩემს შეკვეთებში", რათა დარწმუნდეთ რომ შეკვეთა დასრულებულია.

სტუდენტებზე და ბავშვებზე დაწესებულია შეღავათები. ამ შეღავათებით სარგებლობა შეგიძლიათ ბილეთების ონლაინ ყიდვის დროსაც. სტუდენტური ფასდაკლება განისაზღვრება მგზავრის პირადი ნომრის საფუძველზე და ძალაშია მხოლოდ ბილეთთან ერთად სტუდენტური ID ბარათის წარდგენისას.

შეკვეთის დასრულების შემდეგ წარადგინეთ ამობეჭდილი ბილეთი ან შეკვეთის ნომერი თქვენს პირადობასთან ერთად ვაგონის შესასვლელში.

საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 2016 წლის 10 დეკემბრიდან, ღამის სამგზავრო მატარებლების (თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (მატარებელი #602/601) და თბილისი-ოზურგეთი-თბილისი (მატარებელი #654/653)) მეორე კლასის მოდერნიზებული ვაგონით (კუპირებული) მგზავრობისას ტარიფში გათვალისწინებული აღარ არის თეთრეულის ღირებულება.

აღნიშნული ტიპის ვაგონებზე ბილეთების შეძენის შემთხვევაში მგზავრებს უფლება აქვთ, მატარებლის გასვლამდე, შეიძინონ ერთჯერადი თეთრეულის კომპლექტი სერვის ცენტრების სალაროებში (მატარებელში თეთრეულის რეალიზაცია არ ხდება): სალაროში გამოიწერება გუ-57 ქვითარი, რომელიც მგზავრმა უნდა წარუდგინოს მატარებლის უფროსს რათა მან გადასცეს ერთჯერადი თეთრეულის კომპლექტი.

ერთჯერადი თეთრეულის ღირებულება შეადგენს 3.00 ლარს დღგ-ს ჩათვლით.



გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!