დონ კიხოტი - მისტერია თოჯინებისათვის
სპექტაკლი მოგვითხრობს დონ-კიხოტ ლა მანჩელის თავგადასავლებით აღსავსე გზის შესახებ, რომელიც გაჯერებულია უჩვეულო იუმორით, განმსჭვალულია ადამიანური ღირებულებებით, სიყვარულით და მოგვითხრობს სიკეთისა და ბოროტების მარადიული ბრძოლის ისტორიას.
სპექტაკლი თემატიკიდან გამომდინარე განკუთვნილია როგორც ბავშვებისათვის (8+), აგრეთვე უფროსი ასაკის მაყურებლისათვის.
სპექტაკლში მაყურებელი შეხვდება უნიკალური ვიზუალის მქონე, ხელნაკეთ თოჯინებს, რომლებიც ნინო კიტიას ესკიზების მიხედვით დამზადდა.
სპექტაკლის გახმოვანება ეკუთვნის გენიალურ შემოქმედებით ჯგუფს
დონ კიხოტი - მურმან ჯინორია
სანჩო პანსა - ზაზა პაპუაშვილი
კარასკო - გია ბურჯანაძე
დულსინეა - მარიამ კიტია
სასტუმროს მეპატრონე - ქეთი დოლიძე
სასტუმროს მეპატრონის ქმარი - ლევან ბერიკაშვილი
თეატრის დირექტორი - დავით დოიაშვილი
ანდრესი - გიორგი რევიშვილი
და დიადი ინკვიზიტორი..
რეჟისორი და კომპოზიტორი - გიორგი აფხაზავა
მხატვარი - ნინო კიტია