Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

ნატას ჰელოუინი • Halloween by Nata

Junkyard

Nata-ს ჰელოუინი - ეს არის დაუვიწყარი და შთამბეჭდავი ღონისძიება! თითოეული ივენთი გაჯერებულია როკ მუსიკით, ხელნაკეთი დეკორაციებით და საინტერესო სიურპრიზებით. მოემზადე მღელვარებით და დაუჯერებელი ემოციებით აღსავსე წვეულებისათვის!

მოემზადეთ ჰელოუინის ღამისთვის, რომელსაც გახსნის როკ ბენდი ,,The boys''! კლასიკური როკის და მეტალ მუსიკის მათი ენერგიული კომბინაცია ქმნის შესანიშნავ ატმოსფეროს ჰელოუინის და ანდერგრაუნდ მუსიკის მოყვარულთათვის!

შემდეგ კი სცენაზე ნამდვილ ცეცხლს დაანთებს Newcomers 2024-ის გამარჯვებული ბენდი Little Rock. ეს არის დინამიური როკ დუეტი, მათი მუსიკა ეწინააღმდეგება მარტივ კლასიფიკაციას, აერთიანებს თანამედროვე ჰარდ როკის, ალტერნატიული როკის, სთონერ როკის, ნუ მეტალისა და გრანჯის ელემენტებს.

Live Jamsassion- ეს იქნება მუსიკალური პლატფორმა, სადაც ყველა მსურველი მუსიკოსი შეძლებს წარადგინოს საკუთარი პერფორმანსები, დაუკრას არანჟირება ანდა იმპროვიცაზია. მუსიკალურ შოუს დახურავენ DJ Kiiwi Sound (Drum & Bass) და DJ Hokku (Techno). გარდა საოცარი მუსიკისა, თქვენ დაგხვდებათ საინტერესო გათამაშებები, თემატური დეკორი და ფურშეტი, ასევე იმუშავებს ბარი.

დრესკოდი, ივენთის თემატიკის შესაბამისად, კოსტუმირებული საღამო იქნება.


ასაკობრივი შეზღუდვა: +18

თარიღი
შაბათი, 26 ოქტომბერი
20:00
30 GEL

მსგავსი ღონისძიებები